სუფთა ჯანსაღ გარემოში ცხოვრება







პროექტის სახელწოდება:  სუფთა-ჯანსაღ გარემოში ცხოვრება.
პროექტის  აქტუალობა: საქართველო ისევე როგორც, მსოფლიოს არაერთი ქვეყანა მეტად მწვავედ დგას იმ პრობლემის წინაშე, როგორიცაა ჰაერის და გარემოს საყოფაცხოვრებო ნივთებით დანაგვიანება, დაბინძურება. დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში ეს ფაქტი სერიოზული პრობლემის წინაშე დგას, რადგან ხშირად ვხვდებით დაბინძურებულ ქუჩებს, სოფლებს, ქალაქებს და ა.შ. სწორედ დაბინძურებული გარემოა დედამიწაზე სიკვდილის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ამიტომ სუფთა გარემო ჯანსაღი ცხოვრების და ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია. უნდა ავღნიშნო ერთი ფაქტი: გასული წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, სადაც გარემოს მიმართ სისუფთავის დაცვაში გამოირჩეოდნენ იაპონელები, რამაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანასა და სხვა ქვეყნების საზოგადოებაზე. მათი ამგვარი ქმედება ძალიან აქტუალურია დღესდღეობით მსოფლიო საზოგადოებაში.
პროექტში მონაწილენი:  მასწავლებლები, მოსწავლეები, ადმინისტრაცია, თემი, მშობლები.
პროექტის ხანგრძლივობა: 15 დღე.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები ითანამშრომლებენ საზოგადოებასთან, დაგეგმავენ და განახორციელებენ საქმიანობებს გარემოსდაცვით საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს ნაკლებად დაბინძურებული ადგილების არსებობას ჩვენს ქვეყანაში. მოსწავლეებს განუვითარდებათ თანამშრომლობის, კვლევა-ძიების, პრეზენტაციის, კომუნიკაციისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევები.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზანი:
ა) ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება;
ბ) ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა;
ვ) საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში და მათი მაქსიმალური რეალიზება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთაც;
ზ) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან;
პროექტის ამოცანები:
1.      მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან ერთად დაიგეგმოს შეხვედრები და განხორციელდეს პროექტის გაცნობა.
2.      რესურსების მოძიება-ორგანიზება(საკანცელარიო ნივთები,ფლიფჩარტები,მარკერები,სამუშაო იარაღები,ხელთათმანები და პარკები.)
3.      შეირჩეს სამუშაო ფართი და მოეწყოს საჭიროებისამებრ(ოთახის გამოყოფა,კომპიუტერისა და პროექტორის განთავსება)
4.      ვიდეო ფილმის ჩვენება.
5.      საინფორმაციო კამპანიისთვის საწარმოებლად ბუკლეტებისა და ბანერების დამზადება.
6.      სოფლის დაბინძურებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოხალისეთა ჯგუფის შექმნა.
7.      დასუფთავების დღის დაგეგმვა და განხორციელება.
8.      მონიტორინგი და შეფასება.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ითანამშრომლებენ თემთან, ერთმანეთთან იმოქმედებენ გეგმის მიხედვით. შეაფასებენ  საკუთარი მონაწილეობის ეფექტიანობას და  პროდუქტიულობას მომავალ საქმიანობაში.


ადამიანური რესურსი:  მოსწავლეები,  მასწავლებლები, თემი, მშობლები, ადმინისტრაცია,
ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმინობები:
აქტივობა 1
მოსწავლეებს ვესაუბრე სუფთა-ჯანსაღ გარემოზე, ასევე გარემოს დაბინძურების, დანაგვიანების შესახებ, რო გარემოს ნაგვით აბინძურებს ადამიანი. ადამიანები მოიხმარენ უამრავ საგანს, საკვებს, მასალას, ასევე მათ რჩებათ ნარჩენები, რომლითაც ისისნი ანაგვიანებენ გარემოს. თემის უკეთ გასაცნობად შევთავაზე პროექტზე მუშაობა შევიმუშავეთ სამუაო გეგმა შევქმენით საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც გაერთიანდებიან  აქტიური მოსწავლეები.

შევთავაზე აქტივობა ექსკურსია გარემოში  ბავშვებს ვთხოვე, დააკვირდნენ გარშემო მყოფ საგნებს.
საკლასო ოთახში დაბრუნების შემდეგ უპასუხეს კითხვებზე და გააკეთეს ჩანაწერები.


1. როგორი გარემოა?
2. როგორ გრძნობთ თავს ამ გარემოში?
3. სად მიგაქვთ დაგროვილი ნაგავი?

აქტივობა 2
ექსკურსია სკოლისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე



ექსკურსიის შემდეგ მოსწავლეები დაბრუნდნენ საკლასო ოთახში, გადანაწილდნენ ორ ჯგუფად და გააკათეს ნახატები სუფთა და დანაგვიანებული გარემოს შესახებ, რომელზეც ნათლად ჩანდა ის გარემო პირობები, თუ როგორ იქმნება სუფთა და დანაგვიანებული გარემო.

აქტივობა 3
დისკუსია
წარვმართეთ დისკუსია შემდეგ კითხვებზე:
- თქვენი აზრით რა ზიანი მოაქვს დაბინძურებულ გარემოს  ადამიანისათვის?
- თქვენი აზრით რა ზიანი მოაქვს დაბინძურებულ გარემოს ცხოველებისათვის?
როგორ გგონიათ, ვისი მოქმედების შედეგად ბინძურდება გარემო?
ვის შეუძლია თავიდან აიცილოს გარემოს დანაგვიანება?
- არის თუ არა გარემოს დანაგვიანება საყოველთაო პრობლემა?
-  რა შეუძლია ადამიანს გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად?
- როგორ გგონია, არის თუ არა გარემოს დაცვა შენი მოვალეობა?
თქვენი აზრით რატომ არის აუცილებელი სუფთა-ჯანსაღ გარემოში ცხოვრება?

აქტივობა 4

მას შემდეგ, რაც მოსწავლეთათვის ნათელი გახდა, რომ გარემოს დანაგვიანებას დიდი ზიანი მოაქვს ცოცხალი სამყაროსთვის თავისთავად გაჩნდა კითხვა:
-როგორ დავიცვათ გარემო დანაგვიანებისაგან?
მოსწავლეებს განვუმარტე, რომ გარემოს დაცვის ერთ-ერთი ხერხია გარემოს დასუთავება, ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდება გამაფრთხილებელი პლაკატების შექმნითა და თვალსაჩინო ადგილებში გამოფენით;
მოსწავლეები გავყავი ჯგუფებად და იმუშავეს პლაკატების შექმნაზე დანაგვიანების საწინააღმდეგოდ.

აქტივობა 5
მოსწავლეებმა ჰიგიენური ხელთათმანებისა და პოლიეთილინის პარკების გამოყენებით დაასუფთავეს სკოლის ეზოს მიმდებარე ტერიტორია და შეგროვებული ნაგავი მოათავსეს ნაგვის ურნაში, თან იმსჯელეს რა გაიგეს ახალი? რატომ გამოიყენეს ხელთათმანი?
წინა გაკვეთილზე შექმნილი პლაკატები კი სისუთავის დაცვის მიზნით გააკრეს საკლასო ოთახში, დერეფანში და სკოლის ეზოში, ამ ფორმით მათ შეძლეს თანატოლებისთვის გაეცნოთ თუ როგორ უნდაც დაიცვან გარემო.


აქტივობა 6

მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია დაწყებითი კლასის მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების წინაშე, წარმოადგენეს საბოლოო პრუდუქტი კედლის გაზეთისა და სლაიდ შოუს სახით (სუფთა ჯანსაღ გარემოში ცხოვრება), რომელიც გამოეკრა საკლასო ოთახში თვალსაჩინო ადგილას.

მატერიალური რესურსი: - პროეტორი-1, ტელევიზორი .  ნოუთბუქი-1, ქაღალდი, ფოტოები, ვიდეორესურსი ინტერნეტიდან.
ხელისშემშლელი ფაქტორები: პროექტის განხორციელების ეტაპებზე შეიძლება გამოიკვეთოს რისკები და ხელისშემშლელი ფაქტორები: ინტერნეტი, ურთიერთობა თემთან, ასევე უამინდობა.
პროექტის შედეგები:მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
·         შეძლებენ ინფორმაციის მოძიებასა და დასკვნების გამოტანას.
·         განუვითარდებათ საკუთარი აზრის არგუმენტირებისა და სხვისი აზრის პატივ ისცემის უნარი.
პროექტის ხელმძღვანელი: ლევანი ხაჟალია.
ბიუჯეტი: სკოლის ბაზა
პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი
სამუშაო  გეგმა       
საპროექტო საქმიანობა
ვადები/თარიღი
პასუხისმგებელი პირი
1.
ცოდნის გაღრმავება მინილექციის სახით
23.09.2019
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
2.
ექსკურსია სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე
24.09.2019.
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
3
დისკუსია
25.09.2019
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
4
პლაკატების შექმნა
27.09.2019
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
5.
სკოლის ეზოს მიმდებარე ტერიტორიის დაასუფთავება
30.09.2019
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
6
პრეზენტაცია
02.10.2019
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
7
მონიტორინგი
03.10.2019
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი


შეფასება
პროექტის მონიტორინგი
პროექტის მონიტორინგისათვის საჭირო საქმიანობები
მონიტორინგის ინდიგატორები
თარიღი
ვამოწმებთ მოსწავლეების მიერ მოძიებული ინფორმაციის სანდოობას
ვამოწმებთ მოძიებული ინფორმაციას, ლიტერატურის, ინტერნეტსაიტების, სხვადასსხვა წყაროების სანდოობას,

შედგა თუ არა ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობა
მათ მიერ მოძიებულ იფორმაციას ვაკავშირებთ თემასთან და ვუკეთებთ ანალიზს

ვამოწმებთ პროექტის მიმდინარეობის შესაბამისობას თემასთან
ვაკეთებთ ანონიმურ გამოკითხვას ჯგუფის წევრებს შორის

ართმევენ თუ არა დაკისრებულ მოვალეობას თავს
ვაკვირდებით მოსწალეებს, რამდენად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს

იცავენ თუ არა დროის ლიმიტს
ვამოწმებთ პროექტის გეგმაში გაწერილ დროის ლიმიტს


პროექტის განხორციელების პროცესში
მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების საგანი
კომენტარი
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში

იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია

ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატიური და საქმიანი ხასიათი

იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მონაწილეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი, იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე



პროექტის ბიუჯეტი
ოთხი შეხვედრისათვის, კომპიუტერი,                სკოლის წილი
 პროექტორი, საკანცელარიო მასალა.
სტუმრის მოწვევის ხარჯები                                   სკოლის წილი
სამუშაო გეგმა
















No comments:

Post a Comment