არა ჩაგვრასა და დამცირებას



პროექტის სახელწოდება:  ,,არა ჩაგვრასა და დამცირებას"
პროექტის  აქტუალობა:  დღეს თანამედროვე საზოგადოება სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რადგან მომრავლებილი არის ბავშვების და ასევე ზრდასრული ადამიანების ჩაგვრისა და დამცირების ფაქტები. ჩაგვრა და დამცირება არის თემა, რომელიც აქტუალობიდან გამომდინარე მსოფლიო განხილვის საგანი გახდა. ჩვენ ცხოვრებაში ჩაგვრისა და დამცირების უამრავ მაგალითს ვაწყდებით, ეს იქნება ოჯახებში, სკოლებში, თემში თუ საზოგადოების სხვა ნაწილში. ბულინგი ადამიანს ანადგურებს და ხდის დაუცველს, მოქმედებს მის ფსიქიკაზე, ფსიქოლოგიაზე,  ხელს უშლის ადამიანის განვითარებას და სრულფასოვან მოქალაქედ ჩამოყალიბებას. ადამიანის ჩაგვრისა და დამცირების ფაქტების შემცირებაზე მუშაობს მსოფლიოს უამრავი ქვეყნები და მათი საზოგადოება. ამიტომ რადგან საქმე ადამიანის სიცოცხლესა და მის მომავალს ეხება ჩვენც ვალდებული ვართ ჩავერთოთ ამ სქემაში. ყოველი ვერმოცლილი წუთი კი შესაძლოა საბედისწერო შეცდომად იქცეს.
პროექტში მონაწილენი:  ადმინისტრაცია, მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები, თემი.
პროექტის ხანგრძლივობა: 15 დღე.
პროექტის მიზნები:   მოსწავლეები შეძლებენ ერთმანეთთან თანამშრომლობას, ასევე ითანამშრომლებენ მშობლებთან, მასწავლებლებთან, უფროსებთან, თემთან, საზოგადოებასთან, რათა აღმოფხვრან და შეამცირონ ძალადობისა და დამცირების ფაქტები. ისწავლიან პრობლემების მოგვარებას, გადაწყვეტილების მიღებას და სხვისი უფლებების პატივისცემას. ასევე ამ პროექტის მიზანი არის მოხდეს თანატოლებს შორის ჩაგვრისა და დამცირების სხვადასხვა ფორმის შემცირება.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზანი
გ) ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება;
ვ) საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში და მათი მაქსიმალური რეალიზება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთაც;
ზ) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან;
თ) იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე.
პროექტის ამოცანები:
         1. მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაიგეგმოს შეხვედრები და განხორციელდეს პროექტის გაცნობა.
2. რესურსების მოძიება, ორგანიზება, საკანცელარიო ნივთები, ფლიფჩარტები, მარკერები.
3. შეირჩეს სამუშაო ფართი და მოეწყოს საჭიროებისამებრ (ოთახის გამოყოფა, კომპიუტერისა და პროექტორის განთავსება).
4. მინი ლექცია სპორტის მასწავლებელმა ჩაატარა თემაზე -არა ჩაგვრასა და დამცირებაზე
5.ვიდეო ფილმის ჩვენება.
6.პრეზენტაცია
7. საინფორმაციო კამპანიის საწარმოებლად ბუკლეტებისა და ბანერების დამზადება.
8. მონიტორინგი და შეფასება
  
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ითანამშრომლებენ ერთმანეთთან, სკოლის ადმინისრტაციასთან, მშობლებთან და თემთან. იმოქმედებენ გეგმის მიხედვით. შეაფასებენ საკუთარი როლის ეფექტიანობასა და პროდუქტულობას.

ადამიანური რესურსი: - მოსწავლეები, პორტის მასწავლებელი, დამრიგებლები, აიტ.მენეჯერი, მშობლები, თემი.
მატერიალური რესურსი: - პროეტორი -1, ტელევიზორი -ეკრანი -3,  ნოუთბუქი-1, ქაღალდი /ალექსანდროვის/-10 ცალი, ფოტოები, ვიდეო რესურსი ინტერნეტიდან.
ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმინობები: 

აქტივობა 1
მოსწავლეებს თემასთან დაკავშირებით მოტივაციის ამაღლების მიზნით ვაჩვენე ფილმი, რომელშიც ასახულია ადამიანის ჩაგვრისა და დამცირების სავალალო შედეგები. წარვმართეთ დისკუსია
- თქვენი აზრით რა ზიანი მოაქვს ჩაგვრასა და დამცირებას ადამიანისათვის?

აქტივობა 2

 ჯგუფების   შექმნა,  რომლებიც   მოიპოვებენ   ინფორმაციას ადამიანის ჩაგვრისა და დამცირების   შესახებ.
1) სკოლაში ან ქუჩაში რა  სახის ძალადობა ფიქსირდება?
2) ძირითადად   რა  სახის სიტყვიერ   შეურაცყოფას, დამცინავ   სახელების   ხმარებას,  ან   დაშინების   რა  ფორმებს მიმართავენ   მოზარდები?
3) მსხვერპლის   ან მოძალადის როლში   რა  ტიპის   ბავშვები   გვხვდებიან?
4) რა ასაკის   ბავშვებში  მძვინვარებს   ფიზიკური   ბულინგი?
5) თქვენ   როგორ   გესახებათ  ამ  პრობლემის    მოგვარება  საზოგადოებაში,   რა ზომების   გატარება  იქნება   მიზანშეწონილი?

აქტივობა 3
დაკვირვება სკოლის მოსწავლეებზე და გამოკითხვა სკოლის მაშტაბით, თუ  რა სახის ძალადობის ფორმები ფიქსირდება?

აქტივობა 4

ქუჩის გამოკითხვა ჩაგვრისა და დამცირების ფაქტებთან დაკავშირებით, თუ რა სახის ჩაგვრის ფორმები ფიქსირდება ქუჩაში ადამიანების მიმართ და რამდენად ხშირია ეს საზოგადოების თვალთახედვაში

აქტივობა 5

შეგროვებული  ინფორმაციის დახარისხება,   განხილვა,  დასკვნის  გამოტანა. პრევენციული  ზომებისა და  რეკომენდაციების შემუშავება  და  აღნიშნული   ინფორმაციის  გაზიარება,როგორც   თანატოლებთან   ისე ფართო   საზოგადოებისათვის.

აქტივობა 6

ბოლოს გაიმართება პროექტის პრეზენტაცია მშობლების, მასწავლებლების და საზოგადოების-თემის წინაშე

ხელისშემშლელი ფაქტორები: ინტერნეტი, ურთიერთობა თემთან.
პროექტის შედეგები: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. შეძლებენ ინფორმაციის მოძიებას და დახარისხებას , საკუთარი აზრის არგუმენტირებასა და სხვისი აზრის პატივისცემას.
პროექტის ხელმძღვანელი:  ლევანი ხაჟალია.
ბიუჯეტი:  სკოლის ბაზა
პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი


სამუშაო  გეგმა       
საპროექტო საქმიანობები პასუხისმგებელი პირი ვადები თვეების მიხედვით
სამუშაო  გეგმა       
საპროექტო საქმიანობა
ვადები/თარიღი
პასუხისმგებელი პირი
1.
ფილმის ჩვენება ჩაგვრასა და დამცირებაზე
21.10.2019
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
2.
ჯგუფების შექმნა
22.10.2019
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
3
დაკვირვება და გამოკითხვა სკოლის მაშტაბით
24.10.2019
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
4
ქუჩის გამოკითხვა
28.10.2019
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
5.
შეგროვებული ინფორმაციის დახარისხება
29.10.2019
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
6
პრეზენტაცია
01.11.2019
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
7
მონიტორინგი
04.11.2019
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი



შეფასება
პროექტის მონიტორინგი
პროექტის მონიტორინგისათვის საჭირო საქმიანობები
მონიტორინგის ინდიგატორები
თარიღი
ვამოწმებთ მოსწავლეების მიერ მოძიებული ინფორმაციის სანდოობას
ვამოწმებთ მოძიებული ინფორმაციას, ლიტერატურის, ინტერნეტსაიტების, სხვადასსხვა წყაროების სანდოობას,

შედგა თუ არა ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობა
მათ მიერ მოძიებულ იფორმაციას ვაკავშირებთ თემასთან და ვუკეთებთ ანალიზს

ვამოწმებთ პროექტის მიმდინარეობის შესაბამისობას თემასთან
ვაკეთებთ ანონიმურ გამოკითხვას ჯგუფის წევრებს შორის

ართმევენ თუ არა დაკისრებულ მოვალეობას თავს
ვაკვირდებით მოსწალეებს, რამდენად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს

იცავენ თუ არა დროის ლიმიტს
ვამოწმებთ პროექტის გეგმაში გაწერილ დროის ლიმიტს


პროექტის განხორციელების პროცესში
მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების საგანი
კომენტარი
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში

იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია

ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატიური და საქმიანი ხასიათი

იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მონაწილეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი, იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე



პროექტის ბიუჯეტი
ოთხი შეხვედრისათვის, კომპიუტერი,                სკოლის წილი
 პროექტორი, საკანცელარიო მასალა.
სტუმრის მოწვევის ხარჯები                                   სკოლის წილი
სამუშაო გეგმა

No comments:

Post a Comment