პროექტის აქტუალობა: მსოფლიოს მოსახლეობის წინაშე
ძნელად დასაძლევ პრობლემად დგას თამბაქოს, ნარკოტიკის და ალკოჰოლის მიღებაზე უარის
თქმა. კაცობრიობას, დედამიწას გადარჩენისათვის ჭირდება ჯანსაღი საზოგადოება, საზოგადოება,
რომელიც საღად აზროვნებს, ხოლო ნარკოტიკი, ალკოჰოლი ანადგურებს ადამიანს, ართმევს მას
სასარგებლო საქმიანობის უნარს, რაც უარყოფითად აისახება ყველა შემთხვევაში, ყველგან,
ყოველთვის, ამიტომ თამბაქოს, ნარკოტიკის და ალკოჰოლის მიღების წინააღმდეგ ბრძოლა მთელი
მსოფლიოს პირველი რიგის საქმეა. თამბაქო, ნარკოტიკი და ალკოჰოლი ხელს უშლის ადამიანის
განვითარებას, ანადგურებს ადამიანის ჯანმრთელობას და იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ სხვადასხვა
დაავადებებს, ასევე მათი მოხმარებით ადამიანი ეჩვევა მათ და შემდგომ უჭირთ მათზე უარის
თქმა, ხდებიან მათზე დამოკიდებულნი.
პროექტში მონაწილენი: ადმინისტრაცია, მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები,
თემი.
პროექტის ხანგრძლივობა: 15 დღე.
პროექტის მიზნები:
ამ
პროექტის მიზანია, რომ მოსწავლეებმა განსაზღვროს, თუ რა ზიანს აყენებს თამბაქოს, ნარკოტიკის
და ალკოჰოლის მიღება ადამიანის ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობების განვითარებას,
ასევე რამდენად საშიშია ადამიანი საზოგადოებისათვის, თუ ის რომელიმეს ზემოქმედების
ქვეშ იმყოფება. პროექტზე მუშაობისა განუვითარდებათ თანამშრომლობის, კვლევა-ძიების უნარჩვევები.
მივლენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ იგნორირება გაუკეთონ ამ მავნე ჩვევებს და იცხოვრონ
ჯანსაღი ცხოვრების წესით.
ზოგადი განათლების ეროვნული
მიზანი
გ) ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური
მიღწევების ეფექტიანად გამოყენება;
ვ) საკუთარი შესაძლებლობებისა და
ინტერესების უწყვეტი განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში და მათი მაქსიმალური
რეალიზება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთაც;
ზ) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან;
თ) იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე.
ზ) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან;
თ) იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე.
პროექტის ამოცანები:
1.
მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან
ერთად დაიგეგმოს შეხვედრები და განხორციელდეს პროექტის გაცნობა.
2. რესურსების მოძიება, ორგანიზება, საკანცელარიო ნივთები,
ფლიფჩარტები, მარკერები.
3. შეირჩეს სამუშაო ფართი და მოეწყოს საჭიროებისამებრ
(ოთახის გამოყოფა, კომპიუტერისა და პროექტორის განთავსება).
4. მინი ლექცია სპორტის მასწავლებელმა ჩაატარა თემაზე
- ცხოვრება მშვენიერია თამბაქოს, ნარკოტიკის და ალკოჰოლის გარეშე.
5.ვიდეო ფილმის ჩვენება.
6.პრეზენტაცია
7. საინფორმაციო კამპანიის საწარმოებლად ბუკლეტებისა
და ბანერების დამზადება.
8. მონიტორინგი და შეფასება
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ითანამშრომლებენ
ერთმანეთთან, სკოლის ადმინისრტაციასთან, მშობლებთან და თემთან. იმოქმედებენ გეგმის
მიხედვით. შეაფასებენ საკუთარი როლის ეფექტიანობასა და პტოდუქტულობას.
ადამიანური რესურსი: - მოსწავლეები, სპორტის მასწავლებელი, დამრიგებლები, აიტ.მენეჯერი, მშობლები,
თემი.
მატერიალური რესურსი: - პროეტორი -1, ტელევიზორი -ეკრანი -3, ნოუთბუქი-1, ქაღალდი /ალექსანდროვის/-10 ცალი, ფოტოები, ვიდეო რესურსი ინტერნეტიდან.
ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმიანობები:
აქტივობა 1
პროექტის ხელმძღვანელი ჩაატარებს მინი ლექციას ცხოვრება
მშვენიერია თამბაქოს, ნარკოტიკის და ალკოჰოლის თემასთან დაკავშირებით.
აქტივობა 2
ფილმის ჩვენება
მოსწავლეთა გამოკითხვა
ნაჩვენები ვიდეო ფილმის შესახებ
რა მიზანს ისახავდა
ფილმის ჩვენება?
როგორ შეიძლება ვებრძოლოთ ამ მავნე ჩვევებს, როგორებიცაა
თამბაქო, ნარკოტიკი და ალკოჰოლი?
რა ზიანი შეიძლება
მიაყენოს ადამიანს თამბაქომ, ნარკოტიკმა და ალკოჰოლმა?
აქტივობა 3
ჯგუფების შექმნა
რომლებიც მოიპოვებენ ინფორმაციას იმ მავნე ჩვევების შესახებ, როგორებიცაა თამბაქო,
ნარკოტიკი და ალკოჰოლი
რა ზიანს აყენებს
თამბაქო, ნარკოტიკი და ალკოჰოლი ადამიანს?
არიან თუ არა საზოგადოებისთვის
საშიში ნარკოტიკის და ალკოოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანები?
რატომ უნდა ვუფრთხილდეთ
ნარკოტიკისა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანებს?
აქტივობა 4
პირველი ჯგუფი შეხვდება
სოფლის ექიმს და მოისმენს მისგან თუ რამდენად საშიშია აადამიანისთვის ამ ნივთიერებების
მიღება და რა გზები არსებობს ამ მავნე ჩვევებთან საბრძოლველად. ასევე გაიგებს თუ რამდენი
ადამიანი იღუპება ყოველწლიურად ამ ნივთიერებების მიღებით.
აქტივობა 5
მეორე ჯგუფი კვლევას
ჩაატარებს პოლიციის თანამშრომელთან და გაიგებს რამდენად ხშირია ამ ნივთიერებების მიღების
ფაქტი სოფლებსა და ქალაქებში, რომლის მიღება არის აკრძალული და რა სასჯელი არის აკრძალული
ნივთიერების მიღებაზე, ასევე სტატისტიკური მონაცემებით მათ მომხმარებლებიდან კაცი უფრო
მეტია თუ ქალი.
აქტივობა 6
ბოლოს გაიმართება
პროექტის პრეზენტაცია მშობლების, მასწავლებლების და საზოგადოების-თემის წინაშე ჯგუფების
მიერ მოპოვებულ და მოძიებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით
ხელისშემშლელი ფაქტორები: ინტერნეტი, ურთიერთობა
თემთან.
პროექტის შედეგები: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას აღნიშნულ თემასთან
დაკავშირებით. შეძლებენ ინფორმაციის მოძიებას და დახარისხებას , საკუთარი აზრის არგუმენტირებასა
და სხვისი აზრის პატივისცემას.
პროექტის ხელმძღვანელი: ლევანი ხაჟალია.
ბიუჯეტი: სკოლის ბაზა
პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი
სამუშაო გეგმა
საპროექტო საქმიანობები
პასუხისმგებელი პირი ვადები თვეების მიხედვით
სამუშაო გეგმა
№
|
საპროექტო
საქმიანობა
|
ვადები/თარიღი
|
პასუხისმგებელი
პირი
|
1.
|
მინი ლექცია მავნე ჩვევებთან დაკავშირებით
|
11.11.2019
|
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
|
2.
|
ფილმის ჩვენება
|
12.11.2019
|
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
|
3
|
ჯგუფების შექმნა
|
14.11.2019
|
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
|
4
|
პირველი ჯგუფის შეხვედრა სოფლის ექიმთან
|
18.11.2019
|
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
|
5.
|
მეორე ჯგუფის შეხვედრა პოლიციის თანამშრომელთან
|
20.11.2019
|
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
|
6
|
პრეზენტაცია
|
21.11.2019
|
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
|
7
|
მონიტორინგი
|
22.11.2019
|
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი
|
შეფასება
პროექტის მონიტორინგი
პროექტის მონიტორინგისათვის
საჭირო საქმიანობები
|
მონიტორინგის ინდიგატორები
|
თარიღი
|
ვამოწმებთ მოსწავლეების
მიერ მოძიებული ინფორმაციის სანდოობას
|
ვამოწმებთ მოძიებული
ინფორმაციას, ლიტერატურის, ინტერნეტსაიტების, სხვადასსხვა წყაროების სანდოობას,
|
|
შედგა თუ არა ჯგუფის
წევრებს შორის თანამშრომლობა
|
მათ მიერ მოძიებულ იფორმაციას
ვაკავშირებთ თემასთან და ვუკეთებთ ანალიზს
|
|
ვამოწმებთ პროექტის
მიმდინარეობის შესაბამისობას თემასთან
|
ვაკეთებთ ანონიმურ გამოკითხვას
ჯგუფის წევრებს შორის
|
|
ართმევენ თუ არა დაკისრებულ
მოვალეობას თავს
|
ვაკვირდებით მოსწალეებს,
რამდენად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს
|
|
იცავენ თუ არა დროის
ლიმიტს
|
ვამოწმებთ პროექტის
გეგმაში გაწერილ დროის ლიმიტს
|
პროექტის განხორციელების
პროცესში
მოსწავლეებზე დაკვირვების
ცხრილი
დაკვირვების
საგანი
|
კომენტარი
|
შედგა
თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში
|
|
იყვნენ
თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია
|
|
ჰქონდა
თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატიური და საქმიანი ხასიათი
|
|
იყვნენ
თუ არა ჯგუფში პასიური მონაწილეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი, იმოქმედა თუ
არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე
|
პროექტის ბიუჯეტი
ოთხი შეხვედრისათვის,
კომპიუტერი, სკოლის წილი
პროექტორი, საკანცელარიო მასალა.
სტუმრის მოწვევის
ხარჯები
სკოლის წილი
სამუშაო გეგმა
No comments:
Post a Comment